7 აპრილს, თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები თსუ ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტებსა და 1+4 პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საუნივერსიტეტო სივრცეში ერთმანეთის საქმიანობის გაზიარებასა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის დაგეგმვას ისახავდა მიზნად.